მე-9 დღე
ტრენინგში მონაწილეობა საინტერესო და სახალისო იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ცოდნა პროექტით სწავლების შესახებ მინიმალური იყო ამ ცხრა დღის განმავლობასი ნაბიჯ -ნაბიჯ გავეცანით და შ
ევისწავლეთ პროექტებით სწავლების მიმდინარეობის ყველა ეტაპი.თუ როგორ დავეხმარო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სლაიდისა და ბუკლეტის შექმნაში.შეფასების სქემების გამოყენება როგორც მოსწავლეების .ასევე მასწავლებლების მიერ.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინე ჯგუფის წევრებისა.კმაყოფილი ვარ ამ მოდულსი მონაწილეობისა.მაგარია.
Sunday, May 15, 2016
Monday, May 9, 2016
მე-7 დღე. დღევანდელი მეცადინეობა მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს გაცნობილმა შეფასების რუბრიკებმა მაჩვენა, რომ მოსწავლეებს დავალებები უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუ მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას აირჩიონ დავალება, წარმატება გარანტირებული იქნება.მადლობა დღევანდელი დღისთვის ფასილიტატორს.
Sunday, May 8, 2016
მე-6 დღე. დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის,ჩემს მიერ შესრულებულ დავალებაში არსებული ხარვეზები დავინახე და შევძელი გასწორება. ვისწავლე როგორ ფასდება მოსწავლე პროექტზე მუშაობისას.შეფასება უწყვეტად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობისას.მას ვაფასებთ არა მარტო ჩვენ, არამედ მოსწავლეებიც აფასებენ ერთმანეთს. სხვადასხვა აქტივობისას შეფასების შესაბამის ინსტრუმენტებს ვიყენებთ.
Saturday, May 7, 2016
დღე-5
დღევანდელ დღეს მუშაობამ დამანახა 21საუკუნის მასწავლებლის ხედვები და ჩვევები.მასწავლა პროექტის შეფასების შეჯამება.მოვირგე მოსწავლის როლი და ვიმუშავე მოსწავლის მიერ ნაშრომის შექმნაზე.ვისწავლე სლაიდების შექმნის ეტაპობრივი პროცესი.როგორ მზადდება პროექტის ბოლოს ბუკლეტი, გაზეთი, ჟურნალი.სლაიდზე მუშაობისას როგორ ჩავსვა სურათი და ა.შ.
Sunday, April 24, 2016
Saturday, April 23, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)