Sunday, May 15, 2016

მე-9 დღე

ტრენინგში მონაწილეობა საინტერესო და სახალისო იყო. აღმოჩნდა,  რომ ჩვენი ცოდნა  პროექტით სწავლების შესახებ მინიმალური იყო  ამ ცხრა დღის განმავლობასი  ნაბიჯ -ნაბიჯ  გავეცანით და შ
ევისწავლეთ პროექტებით  სწავლების მიმდინარეობის ყველა ეტაპი.თუ როგორ დავეხმარო პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეებს  სლაიდისა და  ბუკლეტის შექმნაში.შეფასების სქემების გამოყენება  როგორც მოსწავლეების .ასევე მასწავლებლების მიერ.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინე ჯგუფის წევრებისა.კმაყოფილი ვარ ამ მოდულსი მონაწილეობისა.მაგარია.
მე-8  დღე

      დღევანდელი  დღე  საინტერესო იყო  და მრავალი  სიახლის მომცველი.დღევანდელ მეცადინეობაზე გავარკვიე ფასილიტატორის როლი პროექტების სწავლებისას ,ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები  სსწავლების  პროცესის ხელშეწყობისათვის  და  მოსწავლეთა   სწავლის  შეფასების მიზნით.


Monday, May 9, 2016

მე-7 დღე.                                                                                                                                                                  დღევანდელი  მეცადინეობა   მეტად მნიშვნელოვანი  იყო, რადგან  დღეს  გაცნობილმა შეფასების რუბრიკებმა   მაჩვენა, რომ  მოსწავლეებს დავალებები უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუ მოსწავლეებს მივცემთ  საშუალებას    აირჩიონ  დავალება, წარმატება გარანტირებული იქნება.მადლობა დღევანდელი დღისთვის  ფასილიტატორს.

Sunday, May 8, 2016

მე-6 დღე.        დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის,ჩემს მიერ შესრულებულ დავალებაში   არსებული ხარვეზები  დავინახე და შევძელი  გასწორება. ვისწავლე როგორ ფასდება მოსწავლე პროექტზე მუშაობისას.შეფასება  უწყვეტად  მიმდინარეობს პროექტზე მუშაობისას.მას ვაფასებთ არა მარტო ჩვენ, არამედ მოსწავლეებიც აფასებენ ერთმანეთს.  სხვადასხვა  აქტივობისას შეფასების  შესაბამის ინსტრუმენტებს  ვიყენებთ.

Saturday, May 7, 2016

დღე-5

დღევანდელ დღეს მუშაობამ  დამანახა 21საუკუნის მასწავლებლის ხედვები და  ჩვევები.მასწავლა  პროექტის შეფასების შეჯამება.მოვირგე მოსწავლის როლი და  ვიმუშავე მოსწავლის მიერ  ნაშრომის შექმნაზე.ვისწავლე სლაიდების  შექმნის ეტაპობრივი პროცესი.როგორ მზადდება პროექტის ბოლოს ბუკლეტი, გაზეთი, ჟურნალი.სლაიდზე მუშაობისას როგორ  ჩავსვა სურათი და ა.შ.

Sunday, April 24, 2016

დღე მე-4

 საინტერესო იყო პროექტზე მუშაობისას აუცილებელი შეფასების დროის სქემის გაცნობა, .რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას. ასევე შეფასების  მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა პროექტის  თემის  შესაბამისად.

Saturday, April 23, 2016

დღის რეფლექსია                                                                                                                                  

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია რამდენად ვფლობ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს  და  პროექტის შინაარსზე მუშაობისას გავიხსენე  დავიწყებული    და  ვისწავლე პროექტის  შინაარსის შექმნა ,რისი ცოდნაც ვთვლი, რომ აუცილებელია  ჩემთვის